თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „გაერთიანებული ავიაკომპანიები საქართველო“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი საღამოს 20:30 საათზე გაფრინდება, ხოლო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ავიარეისს, სავარაუდოდ, 20:00 საათზე შეასრულებს.
„გაერთიანებული ავიაკომპანიები საქართველოს“ ინფორმაციით, მოხსნილია შეზღუდვა თურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით. ასევე სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას. მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ, გააგრძელონ მგზავრობა სტამბოლიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბოლის გავლით.
საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს: თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 საათი ადგილობრივი დროით. ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები