თურქეთში დარჩენილ ორ ქართულ ანსამბლს საკონსულო, სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქეთში დარჩენილ ორ ქართულ ანსამბლს საკონსულო, სამშობლოში გამომგზავრებამდე, სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.
„რა ინფორმაციაც მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში, სამშობლოში გამომგზავრებამდე”,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები