მიხეილ ჯანელიძესა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც “კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ შეშფოთება გამოხატა თურქეთში, გუშინ ღამით განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე ვითარება სრულად დასტაბილურდება და საფრთხე არ შეექმნება დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა განხორციელებული ზარისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები