თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში – შეუფერხებლად ხორციელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.
შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები