ანკარაში, საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზე“ 1000-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა

ამ დროისათვის, თურქეთში, საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზე“ 1000-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საელჩოში საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„თურქეთში, მხოლოდ ანკარაში საქართველოს საელჩოში არსებულ „ცხელ ხაზზე“ 1000-მდე ზარი დაფიქსირდა. საბედნიეროდ, ზარები ეხებოდა კითხვებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მათი დაზარალებულების შესახებ, საბედნიეროდ, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათთან იმყოფება საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგელი და როგორც კი ავიარეისები აღდგება, პირველ რიგში, მაქსიმალურად დაეხმარებიან, რომ მათ გამგზავრება მოახერხონ“, – აღნიშნა ირაკლი კოპლატაძემ.
ელჩი, სატელეფონო კომენტარისას, ანსამბლ „ქართული გენის“ წევრებსაც შეეხო.
ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები მაქსიმალურად დაეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, ანსამბლის წევრებს საკვები პროდუქტითა და სასმელებით უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები