თურქეთ-საქართველოს საზღვარი შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიხსნას

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარი შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიხსნას.
“ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან. გაუჩერებლად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად. რაც შეეხბა საზღვრის გახსნას, ამას ველოდებით რომ ეს ძალიან მალე მოხდება”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მთავრობის წევრები და ძალოვანი უწყების მინისტრები სავარაუდოდ, პრემიერთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. საგანგებო შეხვედრის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ყველა შესაბამისის სტრუქტურა მუშაობს, საზღვარსა და თურქეთის მთავრობასთან კომუნიკაცია არსებობს.
ქუმსიშვილის განცხადებით, ახლა მუშაობენ იმის გასარკვევად, თუ რამდენი ქართველია სტამბოლის აეროპორტში და რა ტიპის დახმარება სჭირდება მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები