პრემიერი რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს სამხედრო გადატრიალება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროება ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ასევე უცხოური მედიის ცნობით, სამხედროებმა დაბომბეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, სადაც ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები