კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროექტების დეტალურ განხილვასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ მიჰკელ ტიკთან და კიბერექსპერტთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ქალბატონ ანგელიკა უუსთან, ასევე, ესტონეთის საინფორმაციო სისტემების სააგენტოსა და თავდაცვის ლიგის კიბერდანაყოფის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები, კიბერრეზერვის თემატიკა, საუბარი შეეხო კიბერ ჰიგიენის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერსავარჯიშოების საკითხებს.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ჰანეს ჰანსოსთან. მინისტრმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი კიბერთავდაცვის სფეროში და ხაზი გაუსვა იმ გარემოებს, რომ კიბერდომეინი ვარშავის სამიტზე საოპერაციო სივრცედ იქნა აღიარებული. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა აღინიშნა, რომ ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროში ესტონურ-ქართული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ესტონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლიდერი ქვეყანაა კიბერუსაფრთხოების დარგში. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები