რას აპირებს თენგო წეროძე მეორე ცხოვრებაში

ბათუმის დელფინარიუმს ყოველ წელს უამრავი მაყურებელი სტუმრობს. დიდებიც და პატარებიც ერთნაირად ინტერესდებიან წყლის ყველაზე მშვიდობიანი ძუძუმწოვრის ურთიერთობით მწვრთნელებთან. ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრი13705231_1346056942089577_622945445_nს მენეჯერი თენგო წეროძე რამდენიმე ათეული წელია დელფინებთან ურთიერთობს და ამბობს, რომ ამ არსებების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია – და უფრო მეტიც კი…

– დელფინარიუმში 1974 წელს აღმოვჩნდი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიოლოგი ვარ. ბათუმში დასასვენებლად ჩამოვედი. სწავლის გაგრძელება მოსკოვში, მიზნობრივ ასპირანტურაში მინდოდა. მამამ მირჩია დელფინარიუმში მივსულიყავი, იქნებ მომწონებოდა. ხომ იცით, მამა ყოველთვის ცდილობს, რომ შვილი მასთან ახლოს იყოს. მოვედი დელფინარიუმში, აქ მაშინ უკრაინელი პროფესორი შევალიევი გახლდათ. დელფინების ქცევებს სწავლობდა, კერძოდ, სმენით და მხედველობით მეხსიერებას. მან შემომთავაზა, რომ სამეცნიერო სამუშაოები გვექნებოდა, რაც, სიმართლე გითხრათ, მეც მომეწონა. თან დელფინებთან, ასეთი არსებებთან მექნებოდა ურთიერთობა. წყალი კი ბავშვობიდან მიყვარდა და დავრჩი… პირველივე დღიდან დავიწყე მათთან მუშაობა, პირველივე დღეს ჩავედი წყალში. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ასე დავიწყე და დავიწყე…
– როგორი აღმოჩნდა წყლის სამყარო?
– უმშვენიერესი. ყვინ13714572_1346056922089579_1538385805_nთვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. ბარცხანაში ვცხოვრობ. იქ ხომ თავთხელია წყალი, ამიტომ დაჭერობანას წყალში ვთამაშობდით. მე კი სულ წყალქვეშ ვიყავი, მიყვარდა ყოველთვის ეს სამყარო. ულამაზესია და იქ, სულ სხვა შეგრძნებები აქვს ადამიანს. სიწყნარეა, სიჩუმეა, იდუმალებაა, სულ სხვა სამყაროა…
– დელფინები როგორი მეგობრები არიან?
– დელფინები ფანტასტიკაა. საოცრები არიან – გაგიგიათ ველური არსება, რომელიც ადამიანს არ ერჩის? ესენი პირიქით, ადამიანთან ბოლომდე ცდილობენ, რომ მშვიდობიანად დაშორდნენ და არავითარ შემთხვევაში სიტუაცია არ გაამწვავონ. ძალიან მშვიდობისმოყვარე და სოციალურები არიან. უყვართ ერთად ოჯახური ცხოვრება, ორგანიზებული აქვთ ნებისმიერი  ქცევა. წინასწარ გააზრებული, მოფიქრებული და ა.შ. ყველას თავის ფუნქცია აქვს. თუ რაღაც საშიშროება გამოჩნდება, ყველამ იცის, ვინ რა უნდა გააკეთოს, შუაში მოაქცევენ თავიანთ ახალდაბადებულებს, ასევე – მდედრებს და გარშემო მამრები იცავენ.
– დელფინებს მეცნიერულ დონეზე სწავლობდით…
– მნიშვნელოვანი, იცით, რა იყო, პირველ რიგში, მათი დაკვირვებულობა და სიფრთხილე. როგორც კი ნებისმიერი ახალი უცხო საგანი გამოჩნდება მათ მხედველობის არეში, არავითარ შემთხვევაში, სანამ ბოლომდე არ შეისწავლიან და დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოა, იქამდე ახლოს არ მიდიან. ამისთვის ბევრი საშუალება აქვთ, მაგალითად სონარი, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ნივთის ფორმას, ზომას, 13714541_1346056918756246_1161917127_nშემადგენლობას, წარმოშობას, რამდენად მკვრივია თუ რბილია და ა.შ. დელფინებს ორმაგი მხედველობა აქვთ, ხატოვნად რომ ვთქვათ ვიზუალური – რომელიც არის თვალი, მხედველობის ორგანო და ასევე მათ აქვთ, სმენითი მხედველობა. ისე ხედავენ, როგორც ექოსკოპია. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა გარემოს, როგორი გამჭვირვალობაა წყალში, ან დღე არის თუ ღამეა. ასეთ პირობებში იყენებენ მეორე მხედველობას. ხმოვანი სიგნალების მეშვეობით ისინი სწავლობენ საგანს და მთლიანად აღიქვამენ, აბსოლუტურ ინფორმაციას ღებულობენ…
– თქვენთვის ვინ არიან დელფინები?
– ჩემთვის ისინი არიან საოცარი არსებები. აქვთ მაღალი IQ, გონიერები არიან, მაღალი ინტელექტი აქვთ. მე მათ ვაყენებ პირველ ადგილზე და ჩვენ ვართ მეორე ადგილზე. თუნდაც კეთილშობილებით რომ ავიღოთ, აქაც მეორე ადგილზე ვართ.
– რამდენად სწორად აირჩიეთ პროფესია?
– მე უკვე დაგეგმილი მაქვს, მეორედ რომ მოვალ, ისევ დელფინარიუმში ვიმუშავებ. მოველაპარაკე დელფინებს ამის შესახებ. ეს, იცით, რა არის? – ერთმა რუსმა მსახიობმა თქვა, რა არის ბედნიერება. – ბედნიერება არის, როცა დილით გიხარია სამსახურში წასვლა და საღამოს სახლში მოსვლაო. მოცულობითი განსაზღვრებაა… საერთოდ არ მახსოვს, როდის ვიყავი შვებულებაში.  როცა სახლში ვარ, ასე მგონია, რომ მაინც დელფინარიუმში უნდა ვიყო. ასეთები არიან დელფინები. დილით ჩამოვლა მაქვს ხოლმე, უნდა მოვინახულო ყველა ბინადარი. პირველად შევდივარ ლაბორატორიაში, სადაც ვიღებ ინფორმაციას, როგორი გარემოა, ამის შემდეგ გამოვდივარ ჩემს სამუშაო ოთახში, უნდა ჩავუარო ცენტრალურ აუზს. თუ ჩაფიქრ13706154_1346056938756244_1722128386_nებული მივდივარ, ესენი მომყვებიან, როცა ხედავენ, ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემს ოთახში შევდივარ, მერე იწყებენ ხმოვან სიგნალებს. მეძახიან…
– როგორი ხასიათი აქვთ და ადამიანის განწყობას თუ გრძნობენ?...
– რა თქმა უნდა, გრძნობენ ხასიათს და შენს მდგომარეობას. სხვათა შორის, ეს მწვრთნელის აუცილებელი ატრიბუტია. თუ ადამიანს აქვს პრობლემები სახლში, მოდის და მათთან უნდა იმუშაოს. ასეთ დროს აუცილებლად გადაეცემათ განწყობა. ამიტომ დელფინებთან შენი უარყოფითი მდგომარეობა არ უნდა მიიტანო. რაც შეეხება მათი მხრიდან… ცუდ ხასიათზე მაშინ არიან, როცა რამე სტკივათ, ან აწუხებთ. სხვა შემთხვევაში სულ პოზიტიურები, ემოციურები არიან. გართობა, თამაში უყვართ. ძალიან სიამოვნებთ შენი გათამაშება, ეშმაკობა, რამე მოგატყუონ. ზოგჯერ ვაძლევთ ხოლმე ამის ნებას – თითქოს მომპარა ბურთი და მე ვერ ვხედავ. ან მოიტანა ბურთი, მოგაწვდის, მაგრამ იმდენად აკონტროლებს ამას, რომ მოგაწვდის იმ მანძილზე, სადაც შენ ვერ მიწვდები. გადაიწევი მისკენ და ისიც ზუსტად იმდენით გაიწევა, რამდენითაც შენ გადაიწიე. გაჯავრებს, თან გაძლევს ბურთს, თან – არა…
– სწავლება როგორ ხდება?
– სიტყვა „ბრძანება“ აქ არ ჭრის. ჩვენ ვერ ვბრძანებთ და არც ვბრძანებთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. სწავლების საიდუმლო სწორედ ამაშია. როცა მწვრთნელებს ვასწავლიდი, პირველ რიგში, ეს ვუთხარი – ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ ვართ კომპანიონები. სწავლების მეთოდი არის თამაში. ამ თამაშში არის, ძირითადად, წახალისების მომენტები, როცა გინდა, ასწავლო მას. თვითონაც მოსწონს ეს, როცა მიხვდება, რომ მან რაღაც ამოცანა შეასრულა. მთავარი სირთულე ის არის, რომ როგორ აუხსნა, ბურთს ცხვირი დაარტყას თუ კუდი. ამას მენტალური ვარჯიში ჰქვია, როცა თვითონ უნდა, მოძებნოს გამოსავალი – გზა. აი, ასეთ რეჟიმში როცა გყავს, მაშინ მათთან ურთიერთობა არის ძალიან შემოქმედებითი. ასევე ძალიან მნიშვნელო13714469_1346056935422911_128480402_nვანია, რომ ამ პროცესში შეიძლება თვითონ შემოგთავაზოს ახალი, რომელიც შენ არ გიფიქრია, იმდენად გონიერები არიან, ამიტომ ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო…
– რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის დელფინებთან ურთიერთობა?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ადამიანთა ჯგუფი, ორგანიზაციები, რომელთაც ცხოველთა დამცველები ჰქვიათ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ასეთ ობიექტებს, მაგრამ აქ არის ერთი დიდი – მაგრამ… თანახმა ვარ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მეტი სივრცე და თავისუფლება. მაგრამ ჩვენ, სწორედ ასეთი ორგანიზაციები და დაწესებულებები გვაძლევს საშუალებას, გვყავდეს სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ აღმოუჩინონ დახმარება იმათ, ვინც ცხოვრობს ღია ზღვაში და ოკეანეებში. მეორე ისაა, რომ ასეთ ობიექტებზე არის შესაძლებელი ისეთი შოუპროგრამების ჩატარება, სადაც ადამიანები ხედავენ მწვრთნელების და ამ არსებების ურთიერთობას, არავითარ შემთხვევაში რომელიმეს დომინანტობას. ასეთი დამოკიდებულებით კი ვცდილობთ, შევაყვაროთ ხალხს. როცა მათ ეს არსებები უყვართ და ნამდვილად უყვართ, მაშინ ისინი ბუნებას მოეპყრობიან ისე, რომ ამ არსებებს და სხვებსაც არ გაუჭირდეთ ბუნებაში ცხოვრება. ამიტომ ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ დემონსტრირებას.
13695682_1346056948756243_657770683_n 13689659_1346056932089578_623216519_n 13672137_1346056928756245_277036909_n         13706154_1346056938756244_1722128386_n

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები