ოთარ დანელია USAID-ის ახალი პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ნიქოზში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიება USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ოფიციალურად გახსნეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი პროექტი შიდა ქართლის რეგიონისთვის დამატებითი სტიმული იქნება. სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის და მოსახლეობისთვის განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია.
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-თან უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს.
USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლიმ დადებითად შეაფასა აგრარული დარგის განვითარების კუთხით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები. დაგლას ბოლიმ აღნიშნა, რომ ახალი პროექტი – ,,ზრდა საქართველოში“ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.
პროექტი ,,ზრდა საქართველოში“ საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და 11 000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტი 5-წლიანია და მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს: მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთერთობების გაღრმავებას; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელეწყობას ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით;
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, USAID-ის მისიის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ასოციაციების წარმომადგენელები, მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ფარგლებში სტუმრებმა სოფელ წითელუბანში, გიორგი შავაძის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს, რომელიც პროექტის NEO ფარგლებში შეიქმნა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაფართოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები