დავით უსუფაშვილი თინათინ ხიდაშელზე: ოჯახური საქმიანობის შეწყვეტასაც ხომ არ აპირებს?!

ნუ სვამთ ისეთ კითხვებს, რომელსაც თავად თუ მოუსმენთ, ცოტა უხერხული მოსასმენიც კია, – აღნიშნული პასუხი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა, რომლის მიხედვით, თინა ხიდაშელმა შესაძლოა, “რესპუბლიკურ პარტიაში“ საქმიანობა არ გააგრძელოს და თავდაცვის მინისტრად ამ პირობით დარჩეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გავრცელებულ ინფორმაციას უხერხული უწოდა.
“სხვა რამეც ხომ არ გაგიგიათ?! ოჯახური საქმიანობის შეწყვეტასაც ხომ არ აპირებს?! მისვამთ კითხვებს, რაზეც პასუხის გაცემა უხერხულია. ნუ სვამთ ისეთ კითხვებს, რომელსაც თავად თუ მოუსმენთ, ცოტა უხერხული მოსასმენიც კია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები