“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს და იყოს თანამიმდევრული მის მიერ გაცხადებულ ამოცანებში”

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს და იყოს თანმიმდევრული მის მიერ გაცხადებულ ამოცანებში, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს და იყოს თანამიმდევრული თავის გაცხადებულ ამოცანებში. მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ დავრჩებოდით იქ მანამ, სანამ ეს მისიის წარმატებისთვის იქნებოდა საჭირო. ეს ვალდებულება ავიღეთ და ამას ძალიან წარმატებით ვახორციელებთ უკვე რამდენიმე წელია. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ის ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს, უკვე ძალიან დიდი ხანია და ის თავსებადობა სამხედრო კუთხით, რომელიც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს ნატოსთან. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ მისიაში მონაწილეობა, იმის გარდა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის,“- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები