ვაკე-საბურთალოს გზაზე ხეების ხმობის ფაქტს ნარმანია ეხმაურება – „ეს ბუნებრივი პროცესია“
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ხეების ხმობის საკითხს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.
მისივე თქმით, გამხმარი ხეების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
”როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება, თუმცა მათი ჩანაცვლება ხდება მას შემდეგ, რაც ახალი სეზონი დადგება შემოდგომაზე. ის მცირე რაოდენობა, რაც გახმა, აუცილებლად ჩანაცვლდება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმეტესობა არის გახარებული. ჩანაცვლება ჩვენ ყველა კონტრაქტით გვაქვს გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.