რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანზიტი დროებით შეწყდა

10 ივლისიდან 10 აგვისტომდე სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდოება საქართველოს ტერიტორიის გავლით შეჩერდება. ამის შესახებ „გაზპრომ არმენია“ იუწყება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა „გაზპრომ არმენიას“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის დროებითი შეჩერების შესახებ. სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის დროებითი შეჩერება „კაზახი-საგურამოს“ მონაკვეთზე დაზიანებული მილსადენის რეაბილიტაციით და მეწყერსაშიშ რაიონებში ახალ გაზსადენთან მიერთებით არის გამოწვეული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში სომხეთის უწყვეტი გაზმომარაგება აბოვიანის მიწისქვეშა საცავის მეშვეობით იქნება უზრუნველყოფილი. რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი სომხეთს 2014-2018 წლებში წელიწადში 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები