მომავალ წელს საქართველო მართლმადიდებელ საპარლამენტო 24-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

მომავალ წელს საქართველო მართლმადიდებელ საპარლამენტო 24-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ეს იქნება რიგით მეორე ასამბლეა, რომელსაც 25- წლიანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირობებში, საქართველო უმასპინძლებს.
აღნიშნულის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი საბერძნეთში, მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს.
„ეს არის უმაღლესი მმართველი ორგანო მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის, ამის ზემოთ არის მხოლოდ ორი თანამდებობა: გენერალური მდივანი და პრეზიდენტი. საერთაშორისო სამდივნოში საქართველოს არჩევა ნიშნავს იმას, რომ მოგვეცემა საშუალება, 22 მართლმადიდებელი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის მართვაში ყოველდღიური მონაწილეობა მივიღოთ. ამ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. დღეს მოვერიდები საქართველოს ეროვნული ინტერესების იდენტიფიკაციას, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს მართლმადიდებელი საპარლამენტო 24 -ე გენერალური ასამბლეის მასპინძელი საქართველო იქნება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები