წულუკიანი “ცენტრ პოინტის” საქმეზე: ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ.
“მე არ ვიცნობ ამ საქმეს. მედიიდან შევიტყვე ეს ამბავი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, „ცენტრ-პოინტის“ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. დაკითხვაზე ასევე დაბარებულები არიან მაია და გუკა რჩეულიშვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები