სოზარ სუბარი “ცენტრ პოინტზე”: ბუნებრივია თავს არ მოვატყუებინებდით

„არ ვილაპარაკებ რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე“, – ამ სიტყვებით ეხმაურება დევნილთა და განსახლების მინისტრი „ცენტრ პოინტის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. სოზარ სუბარი პოლიტიკური მიზეზებით “ცენტრ პოინტის” წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებებს აბსურდულად მიიჩნევს.
მინისტრმა რჩეულიშვილების იმ ბრალდებასაც გასცა პასუხი, რომელიც სხვადასხვა უწყებას შორის დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ ერთი თვის წინ დაწერილ საჩივარს შეეხებოდა.
სოზარ სუბარი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში “ცენტრ პოინტმა” გაიმარჯვა, თუმცა იმის გამო, რომ მან სათანადო, ელემენტარული საბუთები ვერ წარმოადგინა – შეთანხმება გაუქმდა. მინისტრი კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს და სამშენებლო კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე. ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს და ოთხი წლის წინ და მანამდე, სააკაშვილის დროს, ძიებები მიდიოდა იმედია, ჩემი ბრალი არ არის. მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით, ხოლო როცა ვუთხარით, რომ ვყიდულობთ ამ კორპუსში ბინებს დევნილებისთვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი და გვერდით რომ ავაშენებ, იმას მოგყიდითო და იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და, ბუნებრივია, თავს არ მოვატყუებინებდით. მეორე ორსართულიანი კორპუსი მოიგო, სადღაც, ამერიკის საელჩოსთან, თითქმის დამთავრებული იყო მშენებლობა, დიდი სიამოვნებით ვიყიდდით, ვერ წარმოადგინა საბუთი მისია, არის თუ არა მისი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები