მაია და გუკა რჩეულიშვილები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს – “არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის”

დედა-შვილი, მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებულები. კომპანია “ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს, გუკა რჩეულიშვილი კი – 11:00 საათზე.
როგორც მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, ამ საქმესთან გუკას კავშირი არ აქვს.
”ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე ”მაგნოლიას” პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა – არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. ამ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არცერთ ხელისუფალს არ უკადრია”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დაობდეს, ეს თავადაა. ”გუკას მხოლოდ მე შეიძლება მოვდავებოდი. პროკურატურას ძალიან არაჯანსაღი დაინტერესება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა – შური და ზიზღი, მეტი არაფერი”, – ამბობს მაია რჩეულიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები