ადიდებულმა მდინარემ დუშეთის სოფლებს პრობლემები შეუქმნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკათხევში ადიდებულმა მდინარე თოშამ გზა წაიღო. მდინარე სავალ გზაზე მიედინება, შესაბამისად, სოფელში გადაადგილება შეზღუდულია.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე კვირაა ლაკათხევის ახლოს მდებარე სოფელი სეფე ხიდის ჩავარდნის გამო თითქმის მოწყვეტილია სხვა დასახლებულ პუნქტებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემოვლითი გზა არსებობს, თუმცა ის ძალიან შორია და მოსახლეობისთვის უსარგებლოა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
დუშეთის გამგეობაში განმარტავენ, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში, მას შემდეგ დაიწყება, რაც წვიმა გადაიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები