პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს ძალიან კარგი დღეა. მესმის, რომ ბევრი შეკითხვა გაქვთ. უახლოეს მომავალში მექნება პრესკონფერენცია, შევხვდები მედიის წარმომადგენლებს და იქ ყველა კითხვას ვუპასუხებ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები