გიორგი მღებრიშვილი: ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ყველა პრობლემაზე რეაგირება ოპერატიულად მოხდეს

მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ყველა პრობლემაზე რეაგირება ოპერატიულად მოხდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომელიც ვითარების ადგილზე გასაცნობად, აჭარაში, უჩამბის ხეობაში დღეს ჩავიდა.
სტიქიის შედეგად, უჩამბის ხეობის ხუთი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები სტიქიის ზონებს ვეწვიეთ, ადგილზე რომ შევაფასოთ მდგომარეობა. ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ყველა პრობლემაზე რეაგირება ოპერატიულად მოხდეს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, სტიქიის ზონებში 500-მდე მაშველი და 100 ერთეული ტექნიკა მუშაობს. „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინდა გითხრათ, რომ გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე, მუშაობს ქვეყნის მასშტაბით 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს და ეს ყველაფერი მიღწევა და წარმატებაა, რადგან 24-საათიან რეჟიმში ჩვენი მაშველები მუშაობენ“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები