ირინა იმერლიშვილი: ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს

ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს.
როგორც ვარშავაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მზადყოფნა ნატოს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა.
„ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო მზად არის, გააგრძელოს მისია ჯარისკაცების იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გვყავს დღეს“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები