ლალი მოროშკინა: „ნაციონალებმა“ გაახმონ ორცხობილა და მიაშურონ „მატროსოვს“!

„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორთან” „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მათი იდეა მოიპარა, როდესაც განაცხადა, რომ ყრილობას დიდგორზე ჩაატარებენ.
„როგორც ყოველთვის, სააკაშვილმა მოიპარა ჩვენი იდეა. მას ზოგადად სჩვევია სხვისი იდეების მოპარვა. დიდი ხნის წინ ბატონ თამაზ მეჭიაურს ჰქონდა გაცხადებული, რომ ლაშარის ველზე ვაპირებდით შეკრებას. მაინტერესებს, სააკაშვილს  დიდგორზე რა გაუკეთებია ან საერთოდ საქართველოსთვის? „ნაციონალებმა” გაახმონ ორცხობილა და მიაშურონ „მატროსოვის ციხეს”. მხოლოდ ამის უფლება  აქვთ”,– განაცხადა მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები