მდინარემ ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედრი გამორიყა

მარტვილის რაიონის სოფელ ბობოთში მდინარემ საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედრი გამორიყა. ამის შესახებ “კვირას” გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით ჯამრიშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 10 კილომეტრში იპოვეს.
მაშველები ამ დროისთვის ცხედრის მდინარიდან ამოტანას ცდილობენ.
უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედლში სამი დღის წინ მოხდა.
მაშველი 1 7 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავადაც დაიღუპა.
ვერ მოხერხდა 17 წლის ახალგაზრდის გადარჩენაც. მისი ცხედარი მდინარე აბაშამ გუშინ გამორიყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები