სტიქიის გამო 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა გადაიდო

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედის გზის 9-კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.
როგორც “კვირას” რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, დაზარალებულ რეგიონებში, სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში, ხოლო მინისტრის მოადგილეები აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები