ესტონეთის ელჩი „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ახალ პროექტებს დადებითად აფასებს

ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი, „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ მიერ წამოწყებულ ახალ პროექტებს, რომლებიც დაჭრილ ჯარისკაცებსა და კიბერრეზერვს ეხება, დადებითად აფასებს. „კიბერ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სფეროს განვითარებისთვის, კარგი კადრები და საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროექტებია – დაჭრილი ჯარისკაცების მსგავს პროექტებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს აქვთ რესურსი და შესაძლებლობა იმის, რომ თავიანთი ქვეყნის სამსახურში იყვნენ. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ზოგიერთ მათგანს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოტივირებულები არიან. ჩემი ინფორმაციით, სურთ, რომ მსგავს პროექტებში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდებიც და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. კიბერგანათლების გამოყენება არა მხოლოდ სამინისტროსთვის ხდება. კიბერუსაფრთხოება ფართო ცნებაა და თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, ამ სფეროს გაძლიერება, მაშინ ჩვენი საზოგადოების დასაცავად, რაც შეიძლება მეტი პარტნიორი და მხარდამჭერი უნდა ჩავრთოთ“,-განაცხადა ელჩმა.

ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები