გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს და ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარე  მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს და ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დამკვირვებლების მონიტორინგის მნიშვნელობას.
მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები