უხვი ნალექის გამო შუახევში, უჩამბის ხეობაში მცხოვრებ 320 ოჯახს პრობლემები შეექმნა

 

აჭარაში უხვი ნალექის გამო, შუახევში, უჩამბის ხეობაში მცხოვრებ 320 ოჯახს პრობლემები შეექმნა. მოსახლეობას წაღებული ხიდის გამო შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უჩამბაში ევაკურებულია 5 ოჯახი.
“ბათუმის მსგავსად, შუახევში დილიდან 3 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარე გუდნისწყლის ადიდება. ადიდებულმა მდინარემ წაიღო დროებითი ხიდი, რომელიც 11 დღის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ აიგო”, – განაცხადა ტარიელ ებრალიძემ. ტარიელ ებრალიძის თქმით, 5 სოფელთან ასვლა მხოლოდ სპეციალური ავტომანქანებით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები