ინდონეზიაში საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე უზარმაზარ საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა. საცობში ათასობით მანქანა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში იყო მოყოლილი. კუნძულზე გზებზე მდგომარეობა ივლისის პირველ რიცხვებში გართულდა, მუსულმანებისთვის წმინდა დღესასწაულის, რამადანის დასრულების მოახლოებასთან ერთად. 2 ივლისისთვის ჯაკარტა-ტეგალის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ფაქტობრივად გაჩერდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ხანშიშესული ადამიანები არიან, რომელთა მდგომარეობა ძლიერი სიცხის გამო გართულდა. ერთი ადამიანი მანქანის გამონაბოლქვით დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები