ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

იუსტიციის საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებებს პასუხობს. მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები მიუღებელია. მურუსიძე ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფები იუსტიციის საბჭოს იმიჯის შელახვით არიან დაინტერესებულნი. მისივე თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია ის პრეტენზიები, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ისმის და რომლის მიხედვითაც ეჭვქვეშ დგება უკვე დანიშნული მოსამართლეების ლეგიტიმაცია. „თუ კანდიდატი სცემს არასათანადო პასუხს, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია? ანუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასვა შეკითხვები, ჩვენ კითხვა არ უნდა დაგვესვა? თუ კითხვა იყო სწორი და რომელიმე კანდიდატის პასუხი ვინმეს არ მოეწონა, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია? ამიტომ, მე მაქვს ასეთი მოწოდება, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას დაანებონ თავი, თავად მობრძანდნენ გასაუბრებაზე. არასარიოზულია, როდესაც ამდენი მოსამართლე ვზივართ და გამოდიან მოქმედი მოსამართლეები და, ვთქვათ 25 წლის ბავშვი დაჯდეს და ისაუბრეს მერე იმაზე, გამჭვირვალე არ არის ან რაღაცა პრობლემა ხდება, ესა თუ ის კითხვა დაუსვეს და გაშარჟება მიდის. თუ გულწრფელად ხარ დაინტერსებული, თავად მობრძანდი, დაგველაპარაკე, გვესაუბრე, რა არის გამოსასწორებელი რა პრობლემა არის? სამი გოგო ზის ახლა, ჩაინიშნავენ რაღაცას და მერე გარეთ გადიან და საუბრობენ რაღაცებს. აბსოლუტურად არ ვეთანხმები“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები