ლევან მურუსიძე: შეიტანონ კანონში ცვლილება და დაავალონ პრეზიდენტს, დააკომპლექტოს სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ინიციატივით გამოდის, რომ  მოსამართლეთა დანიშვნაზე პასუხისმგებლობა კვლავ პრეზიდენტმა აიღოს. ამით ლევან მურუსიძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არსებობს საფრთხე, რომ სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით.
„თუ სურთ ის კანდიდატურები შემოიტანონ გასაუბრებაზე, რომლებიც მოსამართლის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს. ტელევიზიებიც დაესწარით თუ სურვილი გექნებათ, საზოგადოებაც დაესწროს და ღიად გასცენ შეკითხვებს პასუხი და აჩვენონ საზოგადოებას, რა არის ის მაღალი სტანდარტი და როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც დააკმაყოფილებს იმას, რომ ღირსი იყოს მანტიის ჩაცმის.
როგორ შეიძლება ზოგადად ისაუბრო, რომ ისეთი ადამიანები გახდებიან მოსამართლეები, რომლებიც ღირსი არ არიან მანტიის ჩაცმის. ვინ ადგენს ვინ არის ღირსი და ვინ არა, ამას ადგენს უმაღლესი საბჭო. შეიტანონ კანონში ცვლილება და დაავალონ ვთქვათ პრეზიდენტს, რომ დააკომპლექტოს სასამართლო. მაშინ პრეზიდენტი იქნება პასუხისმგებელი,“- განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები