შეკვეთილში მდებარე Black sea arena-ს ივანიშვილის ფონდი „ქართუ” სახელმწიფოს გადასცემს

აჭარაში, კერძოდ შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი Black sea arena-ს ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს გადასცემს.
არსებული ინფორმაციით, დარბაზის გადაცემის ღონისძიება მიმდინარე კვირას იგეგმება და მას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონცერტო დარბაზი 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირად ღირებული ტექნიკით არის აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული.
საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
SHAVI

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები