ალექსი პეტრიაშვილი – ჩემზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო

”თავისუფალი დემოკრატების” წევრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლოში, დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
”მოსამართლეს და სასამართლოს მოვახსენე, რომ თავდასხმა ორი პიროვნების მიერ განხორციელდა. არც ერთ ამ პიროვნებასთან არავითარი შეხება, ურთიერთობა, დაპირისპირება ან კონფლიქტი არ მქონია. ეს არ არის პოლიტიკური ანგარისწორება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე დაესხნენ თავს, სადაც გარდაცვლილის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მას დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები