ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სპეციალურად ნატო-ს სამიტისთვის ქართულმა მხარემ ჩამოასხა ქართული ღვინო, შესაბამისი ეტიკეტით, ვარშავის სამიტის სიმბოლოთი.
“ამ ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გაუმასპინძლდება ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს”, – განაცხადა ნიკოლოზიშვილმა.
8-9 ივლისს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.

წყარო: “2030”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები