დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით, ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს ავიაკომპანიამ Air Arabia-მ დუბაი (შარჯა)-ბათუმი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით, პირველი რეისი განახორციელა.
პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და შაბათს A-320 ტიპის ავიახომალდით შესრულდება.
არაბული ავიაკომპანია დუბაი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე, 7 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Air Arabia-2016 წლის ზაფხულის სეზონზე, დუბაი (შარჯა)-თბილისი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით, კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს დაფრინავს.
არაბული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-2003 წელს დაფუძნდა. ამჟამად, კომპანია 26 ავიახომალდით, მსოფლიოს 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები