საკრებულოსა და „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი და საკრებულოს სხვა წევრები დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას „მრავალეროვანი საქართველო – დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრნენ.

დოკუმენტი საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაფორმდა და მას ხელი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რიტა პროკოპენკომ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების ფარგლებში, თბილისის საკრებულოში ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული გამოფენა „ჩემი თავისუფლება“ გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სიტყვით მიმართა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე სიტყვით საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა გამოვიდნენ, რომლებმაც დედაქალაქის საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათივე თქმით, ამიერიდან, აღნიშნულ გამოფენა-პროექტში ჩართვის საშუალება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებსაც შეეძლებათ.
გამოფენა პროგრამა ამერიკული ისტორიის საზაფხულო ბანაკის – “From Independence to Inderdepandence” პრეზენტაციას მიეძღვნა.
მოწვეულმა სტუმრებმა რეჟისორ რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი მოღვაწეობის ქრონიკა, კინოაფიშები, ახალგაზრდა მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ხელნაკეთი მინიატურული წიგნები და კომპანია „მარიგოლდის“ – „ქართული ეროვნული გათანამედროვებული სამოსი“ დაათვალიერეს.
გამოფენა „ჩემი თავისუფლება“ 19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.
ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვანები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები