გოგი თოფაძე: ჯონ კერი დარწმუნდება, რომ ოქტომბერში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება

პარლამენტის წევრმა, მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა.
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, თოფაძე 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და დაინტერესდა, რატომ არ საუბრობდნენ კერის კოლეგები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე მაშინ, როდესაც საქართველოში არჩევნები 1995 წლიდან ღიად ყალიბდებოდა.
მისივე თქმით, ჯონ კერი დარწმუნდება, რომ ოქტომბერში ძალიან დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია უდიდესი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსის სტუმრობა საქართველოში. ბევრი საინტერესო თემები იყო განხილული. რაც შეეხება კერის განცხადებას, ოქტომბრის არჩევვნები საქართველოსთვის ლაკმუსის ტესტი იქნებაო. გავიხსენოთ არჩევნები 1995 წლიდან – მაშინ რატომ არ დააყენეს მისმა კოლეგებმა საკითხი, რომ საქრთველოში აშკარად ყალბდებოდა არჩევნები. ტომრებით რომ იყრებოდა ბიულეტენები საარჩევნო ყუთში. მაშინ არასოდეს გამოუთქვამთ მათ ეგეთი აზრი და არასოდეს გაუკრიტიკებიათ ის არჩევნები. მაშინ არ ყოფილა ეს თემა. ლაპარაკია ორმაგ სტანდარტებზე.
ტელევიზიებმა, რომლებიც უარყოფითად ხატავენ ყველაფერს, რაც კარგი გაკეთდა საქართველოში, ამაზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ჯონ კერი დარწმუნდება, რომ ოქტომბერში ჩატარდება ძალიან დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და იმაშიც, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით გავა. იმაშიც დარწმუნდება, რომ საქართველოში უკვე 2012 წლიდან არჩევნები ტარდება ძალიან ობიექტურად, თუ არ ჩავთვლით საგარეჯოს არჩევნებს, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები