„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველო ვარშავიდან თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტი საშუალებით ჩამოვიდეს“
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო, -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ვარშავაში გამგზავრებამდე განუცხადა.
ნატოს რიგით 27-ე სამიტი ვარშავაში ხვალ გაიხსნება.
”ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთი მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.