მიხეილ ჯანელიძე არჩილ გეგეშიძეზე: შემდეგი ნაბიჯების შესახებ ყველა გაიგებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის თანამდებობიდან შესაძლო გამოწვევაზე კომენტარი გააკეთა. მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ელჩთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„როგორც კი გაიმართება შეხვედრა, აუცილებლად ამის შესახებ შეგატყობინებთ. შემდეგი ნაბიჯების შესახებ ყველა გაიგებს,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება” უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკაში საქართველოს ელჩისგან განმარტებებს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები