ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია. ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას.