დევიდ ლი – ადრე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელები არ მუშაობდნენ, როგორც ნორმალური ადამიანები
„დღეს საქართველო არის ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა და ძლიერი პარტნიორი ამერიკისთვის და ევროპისთვის“, – ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დევიდ ლი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
“ნაციონალური უსაფრთხება არის მყარი პრიორიტეტი, როცა რუსი ჯარისკაცები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს. აშკარაა, რომ დღეს ასეთი ერთი ერთობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, როდესაც ნათელი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ სრული ნდობა, რადგან ადრე საქართველოს მთავრობის ლიდერები არ მუშაობდნენ, როგორც ნორმალური ადამიანები და თითქმის ყოველდღე იყო რაღაც პოლიტიკური, კანონის ან ადამიანების უფლების კრიზისი. ერთი ფოტო ღირს ათას სიტყვად. მთავრობა დღეს საქართველოში მუშაობს. საქართველო ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა და ძლიერი პარტნიორია ამერიკისთვის და ევროპისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში დევიდ ლი.