გიორგი კვირიკაშვილი – ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტი დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შეაფასა და მას მნიშვნელოვანი უწოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით.
„ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჯონ ქერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია რომ იგი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ ექნებათ საშუალება აშშ-ში მიიღონ განათლება. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა”, რომელსაც USAID-ი დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზთან გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.