„შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას აშშ-დან მიექცევა ყურადღება”
გამოითქვა ჯონ კერის მხრიდან პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თანასწორი არჩევნები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ის არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, არამედ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის სტატუსითაც შეხვდა.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ვარშავის სამიტის წინ. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ სხვა იმ მიმართულებას, რომელშიც ამერიკის მხარდაჭერა ძალიან მნშვნელოვანია.
„შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიექცევა ყურადღება,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.