ჯონ კერი საქართველოდან გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოდან გაემგზავრა. მისი ვიზიტი ამჯერად უკრაინაშია დაგეგმილი, საიდანაც ის ვარშავაში გაემგზავრება და ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს გუშინ ეწვია და მაღალი დონის შეხვედრები გამართა, ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, ასევე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზციის წარმომადგენლებს შეხვდა.
აშშ-ს გენერალური მდივანი თბილისში 6 ივლისს ეწვია. ჯონ ქერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში პირველად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები