მიხეილ ჯანელიძე არჩილ გეგეშიძეზე: სამინისტრო მიიღებს ახსნა-განმარტებებს ელჩისგან

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას აღნიშნა, საგარეო უწყების გადაწყვეტილება ელჩის შესაძლო გათავისუფლების, ან თანამდებობაზე დატოვების თაობაზე არჩილ გეგეშიძის განმარტებაზეა დამოკიდებული.
“არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებით, სამინისტრო მიიღებს ახსნა-განმარტებებს ელჩისგან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან, თუმცა ისინი პროცესებზე გავლენას ვერ ახდენენ.
საგარეო უწყებამ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები