დავით უსუფაშვილი ჯონ ქერის ხვალ შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდება.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სტუმრობს, რომელიც უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. ხვალვე, დაგეგმილია ჯონ ქერის შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზციის წარმომადგენლებთან.
აშშ-ს გენერალური მდივანი თბილისში 6 ივლისს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოში 7 ივლისს დასრულდება. ჯონ ქერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში პირველად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები