თამარ ქალდანი ხვალ 3-წლიან მუშაობას შეაჯამებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ხვალ საზოგადოებას 3-წლიანი საქმიანობის შედეგებს წარუდგენს. ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 10:30 საათზე გაიმართება.
„მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში შტეფენ შთორქი, გაეროს განვითარების პროგრამა “ადამიანის უფლებები ყველასთვის” პროექტის მენეჯერი რუსუდან ტუშური მიმართავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია. „მრგვალი მაგიდა“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები