საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილ წლისა და 8 თვის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს. მცირეწლოვანი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. კლინიკაში ბავშვი მრავლობითი დაზიანებით დილის 10:00 საათისთვის მიიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო მიერთებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები