ჯონ ქერი: ისეთი ხაჭაპური და ღვინო მივირთვი, მიკვირს, აქამდე როგორ არ ჩამოვედი საქართველოში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ პრესკონფერენციაზე საუბარი ხაჭაპურით და ქართული ღვინით დაიწყო. ქერის თქმით, საქართველოში პირველად ვიზიტის დროს განსაკუთრებით მოეწონა ხაჭაპური და ღვინო.
„ისეთი ხაჭაპური მივირთვი და ღვინო დავლიე პირველი ვიზიტის დროს, მიკვირს, აქამდე როგორ არ ჩამოვედი საქართველოში”, – განაცხადა ჯონ კერიმ.