დავით ნარმანია: ქალაქში ბევრი ისეთი ქუჩა კეთდება, სადაც 20-30 წელი არაფერი გაკეთებულა

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქში ბევრი ისეთი ქუჩა კეთდება, სადაც 20-30 წელი არაფერი გაკეთებულა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რამდენიმე დღეა სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის ქუჩაზე, უახლოეს მომავალში კი, სამუშაოები ბარნოვის ქუჩაზეც დაიწყება.
„ივლისი-აგვისტოს განმავლობაში აქტიურად გასტანს საგზაო სამუშაოები, რადგან სამუშაოები სრულად და კარგად დავასრულოთ სანიაღვრე სისტემით და ბორდიურებით, აქტიური სამუშაოებია შინდისი – კრწანისის გზაზე, ქალაქის ბევრ უბანში ქალაქის კეთილმოწყობის და გამგეობების მიერ ხდება გზის საფარის გამოცვლა. თუ 2014 წელს მხოლოდ ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი გზა დაიგო, ახლა გავაორმაგეთ და მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზის საფარი დაიგო. წელს ამბიციური გეგმა გვაქვს და წლევანდელ საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, მილიონ ოთხასი ათასი კვადრატული მეტრის გზის დაგებას ვაპირებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში მდგომარეობას”,- განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები